ჩვენი გუნდი

ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M.(Munich)

სამართლის დოქტორი, პროფესორი,
ინსტიტუტის ხელმძღვანელი
 

ბაჩანა ჯიშკარიანი 2003-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). მოგვიანებით მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი მიუნხენის უნივერსიტეტში. 2012 წელს, ასევე მიუნხენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, პროფესორ ჰელმუტ ზატცგერის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. მიყავდა სალექციო კურსები ამავე უნივერსიტეტში გერმანული სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფების ფორმატში. მუშაობდა იურიდიულ კომპანია Becker Büttner Held-ში მეცნიერ - თანამშრომლად.

2021 წლიდან ბაჩანა ჯიშკარიანმა დაიკავა პროფესორის აკადემიური თანამდებობა საქართველოს უნივერსიტეტში, ხოლო 2017 წლიდან, ის არის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ და გერმანულ ენებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უნივერსიტეტებში.

გარდა ამისა, ბაჩანა ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას იურიდიულ კომპანია „სამართლის სახლში“ ადვოკატისა და ექსპერტის რანგში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები და მონოგრაფიები ქართული, გერმანული, საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის თემატიკაზე. ბაჩანა ჯიშკარიანს მოპოვებული აქვს რამდენიმე სასწავლო თუ კვლევითი სტიპენდია, მათ შორის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, მაქს-პლანკის საზოგადოების, ფოლკსვაგენისა და ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის. გაკეთებული აქვს სამეცნიერო მოხსენებები კიოლნის,მიუნხენის,იენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში, ასევე მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში, ფრაიბურგი.

იხ. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი პუბლიკაციების სრული სია ...