გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში

თარიღი: 27-07-2025
 
გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
 

<p>გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში კიოლნის უნივერსიტეტის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეექვსედ განხორციელდა. 2025 წლის 20-27 ივლისს, ქალაქ კიოლნმა უმასპინძლა ამ საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და პროფ. მარტინ ვასმერი ხელმძღვანელობდნენ. სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, რომლებმაც პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატები მიიღეს.საზაფხულო სკოლამ მონაწილეებს არამარტო ღირებული ცოდნა მისცა სისხლის სამართალში, არამედ ხელი შეუწყო კულტურათაშორის თანამშრომლობას.</p>