ინგლისურენოვანი ტრენინგები ევროკავშირის სისხლის სამართლის თემატიკაზე

თარიღი: 04-05-2026
 
ინგლისურენოვანი ტრენინგები ევროკავშირის სისხლის სამართლის თემატიკაზე
 

მიმდინარე წლის 2-3 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, განხორციელდა მორიგი საერთაშორისო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქართული უნივერსიტეტის სამართლის სკოლების კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა გაიარეს ტრენინგები ევროკავშირის სისხლის სამართლის თემატიკაზე.

ტრენინგებს უძღვებოდა აარჰუსის (დანია) უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორი, დოქტორი სორენ არვიგ ვერდონერი.