საერთაშორისო პუბლიკაცია ჩვენი პროექტების შესახებ

თარიღი: 10-02-2026
 
საერთაშორისო პუბლიკაცია ჩვენი პროექტების შესახებ
 

ერთ-ერთ წამყვან გერმანულ სამართლის ჟურნალში, Kriminalpolitische Zeitschrift (1/2026, გვ. 73), გამოქვეყნდა სტატია ჩვენი ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ 2025 წლის შემოდგომას ერთობლივად ჩატარებული კონფერენციის თაობაზე ხელოვნურ ინტელექტსა და სისხლის სამართალთან დაკავშირებით. 

გარდა ამისა, სტატიის ავტორები საუბრობენ ჩვენი ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და კიოლნის უნივერსიტეტის ერთობლივ საზაფხულო სკოლაზეც, რომელიც ტარდება ყოველწლიურად და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს ეხება.

https://kripoz.de/Kategorie/ausgabe-1-2026/

აღნიშნული პუბლიკაცია არის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.