ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში

თარიღი: 21-07-2026
 
ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
 

გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში, გაიმართა მორიგი ზაფხულის სკოლა ჩვენი ინსტიტუტის, კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში.

მასში მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები.

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პროფ. მარტინ ვასმერი და პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი.

სკოლა გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში და მოიცავდა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ პროგრამას.