ზაფხულის სკოლა სალონიკის უნივერსიტეტში

თარიღი: 11-08-2026
 
ზაფხულის სკოლა სალონიკის უნივერსიტეტში
 

მიმდინარე წლის 6-11 ივლისს, სალონიკის უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდა ზაფხულის სკოლა თემაზე: ფინანსური დანაშაულის, კორუფციისა და ფულის გათეთრების სფეროში თანამედროვე ტენდენციები - ევროპული და საერთაშორისო პერსპექტივები.

მასში, ონლაინ ფორმატით, მონაწილეობა მიიღო ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეულმა, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენმა ლუკა ბუკიამ, რომელმაც ასევე წარმატებით გაიარა სკოლის საბოლოო ტესტირებაც.

სკოლაში მონაწილეობა დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ.