სასერტიფიკატო კურსი - "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში"

თარიღი: 19-03-2016
 
სასერტიფიკატო კურსი - "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში"
 

საქართველოს უნივერსიტეტში, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა ორდღიანი სასერტიფიკატო კურსი "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში". კურსის ფარგლებში გერმანელმა იურისტმა მარიო შიუტცემ და პროფესორმა ბაჩანა ჯიშკარიანმა ისაუბრეს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სხვადასხვა მუხლებზე, სადაც აქცენტი გაკეთდა გერმანული და ქართული სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლების ურთიერთმიმართებაზე. კურსს დაესწრნენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტიდან, გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტიდან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტიდან, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტიდან და სხვა.