წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოვება და სერტიფიკატების გადაცემა

თარიღი: 19-04-2016
 
წარჩინებული სტუდენტების დაჯილდოვება და სერტიფიკატების გადაცემა
 

2016 წლის 15 აპრილს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის ინიციატივით, რამდენიმე წარჩინებულ სტუდენტს, სისხლის სამართალში მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, გადაეცა ფულადი საჩუქარი და წიგნები. აღნიშნული იქნება მათთვის სტიმულის მომცემი, რათა მომავალში უფრო დიდი მონდომებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ წარმატებას. წიგნები მოგვაწოდა ჩვენმა პარტნიორმა გამომცემლობამ "იურისტების სამყარო", რისთვისაც მადლობას ვუხდით მას. საყურადღებოა, რომ დაჯილდოვებულ სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მიულოცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორმა - ქალბატონმა ანა ხურციძემ. ამასთანავე, სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კურსში "შესავალი გერმანული სისხლის სამართლის კერძო ნაწილში", გადაეცათ სერტიფიკატები.