შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელთან

თარიღი: 22-04-2016
 
შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელთან
 

2016 წლის 21 აპრილს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელთან. მან მსმენელებს მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია ფონდის შესახებ, ასევე ისაუბრა ფონდის მიზნებზე საქართველოში და სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობებზე. სტუმარმა აღნიშნა, რომ ქართველი პროფესორები აქტიურად იქნებიან ჩართულნი სტიპენდიანტების შერჩევის საკითხებში და რომ ჯერ მიმდინარეობს სტუდენტების არჩევის პროცედურების დახვეწა. ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანმა აღნიშნა, რომ სიახლეების მოპოვება, ფონდში მიმდინარე მოვლენებზე, შესაძლებელი იქნება ინსტიტუტის მეშვეობით.