სისხლის სამართლის საგაზაფხულო სკოლა ყაზბეგში

თარიღი: 25-05-2016
 
სისხლის სამართლის საგაზაფხულო სკოლა ყაზბეგში
 

2016 წლის 20-22 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე ჩატარდა გაზაფხულის სკოლა თემაზე: „ქართული სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაცია“ (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი). სისხლის სამართლის თემაზე ჩატარებულ გაზაფხულის სკოლას უძღვებოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ტრენერი, მარიო შიუტცე (იენა, გერმანია). მასში მონაწილეობდა კონკურსის საფუძველზე შერჩეული ილიაუნის სამართლის სკოლის 15 სტუდენტი.