ინსტიტუტის საზაფხულო განრიგი

თარიღი: 03-06-2016
 
ინსტიტუტის საზაფხულო განრიგი
 

ზაფხულის დადგომასთან ერთად ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე ინსტიტუტის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საზღვარგარეთ, შემდეგი სახით: 9 ივნისი - ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, თბილისი - ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის მოხსენება თემაზე "თავისუფლების სტატუსი საქართველოში"; 14 -30 ივნისი, გერმანია, იენის უნივერსიტეტი, სამეცნიერო მივლინება, მათ შორის ლექციის წაკითხვა პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანის მიერ გერმანელი სტუდენტებისთვის თემაზე "სისხლის სამართლის პროცესის ევროპეიზაცია"; 1-31 ივლისი, ფრაიბურგი, გერმანია, მაქს-პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი. მუშაობა ქართული სისხლის სამართლის კერძო ნაწილის ახალ სახელმძღვანელოზე; 1-7 აგვისტო, მიუნხენის უნივერსიტეტი, გერმანია - სამეცნიერო მივლინება; 15 -22 აგვისტო, ბერლინის უნივერსიტეტი, გერმანია სტუდენტური სამეცნიერო-გაცვლითი სემინარი; 26-31 აგვისტო, ბათუმი, საქართველო - ზაფხულის სკოლა თემაზე "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემები". შემოდგომისთვის ისევ დავუბრუნდებით საუნივერსიტეტო რეჟიმს, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციისა თუ სტუდენტების სხვადასხვა სტიპენდიებზე წარდგენის სახით. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ.