იენის უნივერსიტეტის გამოხმაურება ქართულ-გერმანულ სამეცნიერო პროექტზე

თარიღი: 06-07-2016
 
იენის უნივერსიტეტის გამოხმაურება ქართულ-გერმანულ სამეცნიერო პროექტზე
 

იენის (გერმანია) უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო სტატია ეხება ქართულ-გერმანულ სამეცნიერო პროექტს, რომელიც ემსახურება საქართველოში ახალგაზრდა მეცნიერების ხელშეწყობას საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროექტს "ფოლკსვაგენის" ფონდი აფინანსებს. სტატიაში ასევე საუბარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტზე, როგორც პროექტის პარტნიორებზე (ასოც. პროფ. გიორგი თუმანიშვილი, ასოც. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი). პროექტს კოორდინაციას უწევს პროფ.ედვარდ შრამი იენის უნივერსიტეტიდან. აღნიშნული სტატია ეფუძნება პროფ. შრამისა და ასოც. პროფ. ჯიშკარიანის ერთობლივ ინტერვიუს იენის უნივერსიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენელთან. http://www.uni-jena.de/Forschungsmeldungen/FM160706_Georgienrecht.html