ზაფხულის სკოლა ბათუმში - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემები
თარიღი: 01-09-2016
ზაფხულის სკოლა ბათუმში - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემები
მიმდინარე წლის 26-31 აგვისტოს, ინსტიტუტის ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა საზაფხულო სკოლა ბათუმში. საკითხი ამჯერად დაეთმო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრობლემებს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტები საქართველოს, ილიას, აღმოსავლეთ ევროპისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული სპეციალისტები, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, და ასევე გერმანიიდან. პროექტის ბოლო დღეს მონაწილეები ესტუმრნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული სასამართლოს მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე.