ქართულ-გერმანული კონფერენცია ''ქართული ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაცია''
თარიღი: 06-11-2016
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერითა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4-5 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაციის საკითხებზე. მასში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს პროფესორებმა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტებიდან: პროფ. ჰელმუტ ზაცგერი (მიუნხენი), პროფ. პეტრა ვიტიგი (მიუნხენი), პროფ. მარტინ ვასმერი (კიოლნი), პროფ. იორგ აიზელე (ტიუბინგენი), პროფ. ბერნდ ჰაინრიხი (ტიუბინგენი), დოქტ. ანეკე პეცშე (ბერლინი). ქართული მხრიდან მომხსენებლები იყვნენ როგორც პრაქტიკოსი იურისტები, ასევე პროფესორები. აღნიშნული კონფერენციის ოფიციალური პარტნიორი იყო კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტი- ხელმძღვანელი პროფ. ვასმერი .