ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

თარიღი: 26-11-2016
 
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
 

2016 წლის 25 ნოემბერს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს - "სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ" - პრეზენტაცია, რომელზეც მოწვეული იყო როგორც პროფესურა, ასევე პრაქტიკოსი იურისტები პროკურატურიდან და სასამართლოდან. ავტორი: ბაჩანა ჯიშკარიანი, სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ებრალიძე, გიორგი დგებუაძე. აღსანიშნავია, რომ ეს არის ინსტიტუტის ფარგლებში გამოცემული პირველი პუბლიკაცია. მომავალში ამ მიმართულებით ჩვენი ინსტიტუტი სხვა სიახლეებსაც გეგმავს.