ICL-ის კინოკლუბი

თარიღი: 26-11-2016
 
ICL-ის კინოკლუბი
 

ჩვენი ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირება დაიწყო კინოკლუბმა, რომლის მიზანია სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებული თანამედროვე ფილმების თუ კინოკლასიკის ჩვენება და სტუდენტებთან ერთად განხილვა. მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს, ინფორმაცია კინოჩვენებების შესახებ განთავსდება ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე.