იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში - ეროვნული შეჯიბრი
თარიღი: 28-02-2017
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე აცხადებს რეგისტრაციას საქართველოში მოქმედი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის (ბაკალავრიატი,მაგისტრატურა) სისხლის სამართალში იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობის თაობაზე. თითო უმაღლესი სასწავლებლიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი გუნდი - შემდგარი არაუმეტეს ექვსი და არანაკლებ ხუთი წევრისგან. გუნდების შემადგენლობის შერჩევას უზრუნველყოფენ თვითონ უმაღლესი სასწავლებლები. გუნდებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივით აიყვანონ ტრენერები მათი უნივერსიტეტის დაფინანსებით. იმიტირებული პროცესები გაიმართება ორ ეტაპად, მაისში და მაისშივე გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი. მონაწილეობის მსურველმა უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]. განაცხადში მითითებული უნდა იყოს გუნდის შემადგენლობა და საკონტაქტო ინფორმაცია. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის პირველი აპრილი, საღამოს 12 სთ. საპრიზო ფონდი : პირველ ადგილზე გასული გუნდი -500 ლ მეორე ადგილზე გასული გუნდი - 300 ლ. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. საინფორმაციო შეხვედრა და ერთი ტრენინგი მოგვიანებით ყველა გუნდთან ერთობლივად გაიმართება.