სამეცნიერო კონფერენცია გერმანიაში
თარიღი: 22-03-2017
სამეცნიერო კონფერენცია გერმანიაში
2016 წლის 15-16 მარტს იენის ფრიდრიხ შილერისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "ქართული სისხლის სამართლის პროცესის ევროპეიზაცია", რომელიც განხორციელდა ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მკვლევარები და პროფესორები საქართველოდან და გერმანიიდან. პროექტის პარტნიორი იყო ასევე ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი.