ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში
თარიღი: 29-05-2017
ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის იმიტირებული პროცესების დარბაზში ჩატარდა ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში, რომელიც გაიმართა ორ ეტაპად, 7 და 14 მაისს. მასში მონაწილეობას იღებდნენ გუნდები შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ფინალური ეტაპისთვის შეირჩა ორი გუნდი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელიც გაიმართა 28 მაისს 11 საათზე. გამარჯებული გუნდი გახდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც გადაეცა ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს, თავისუფალ უნივერსიტეტს, 300 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში, და მათ საჩუქრად მიიღეს იურიდიული ლიტერატურის კრებული. ჩვენი ინსტიტუტი ულოცავს მათ ამ წარმატებას !