ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში

თარიღი: 12-06-2017
 
ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
 

2017 წლის 9 ივნისიდან 11 ივნისამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, ილიაუნის სტეფანწმინდის (ყაზბეგის) სასწავლო ბაზაზე გაიმართა ზაფხულის სკოლა თემაზე: „ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ფარგლებში“(შედარებითი სამართლებრივი ანალიზი). პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის წარჩინებული სტუდენტები. ტრენინგს უძღვებოდნენ, ჩვენი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ბაჩანა ჯიშკარიანი და გერმანელი იურისტი მარიო შიუტცე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი წელს უკვე მეორედ ტარდება, ჩვენი ინსტიტუტის აქტიური პარტნიორობით.