ინსტიტუტის საზაფხულო განრიგი
თარიღი: 04-07-2017
ინსტიტუტის საზაფხულო განრიგი
ტრადიციულად, ზაფხული ჩვენს ინსტიტუტში საზღვარგარეთ კვლევებსა და მოხსენებებს ეთმობა, ასევე ახალი საერთაშორისო პროექტების მომზადებას. ამჯერად, ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ახორციელებს კვლევას რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ეკონომიკური სისხლის სამართლის ევროპეიზაციაზე. გარდა ამისა, დაგეგმილია მოხსენებები სხვადასხვა გერმანულ უნივერსიტეტში.