სამეცნიერო მოხსენება კიოლნის უნივერსიტეტში (გერმანია) -"საჯაროობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესში"

თარიღი: 20-07-2017
 
სამეცნიერო მოხსენება კიოლნის უნივერსიტეტში (გერმანია) -"საჯაროობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესში"
 

2017 წლის 19 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტში მოხსენება წაიკითხა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბაჩანა ჯიშკარიანმა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ვასმერი.