სამეცნიერო მოხსენება მიუნხენის უნივერსიტეტში
თარიღი: 29-07-2017
სამეცნიერო მოხსენება მიუნხენის უნივერსიტეტში
2017 წლის 27 ივლისს, ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბაჩანა ჯიშკარიანმა, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰელმუტ ზატცგერის მიწვევით წაიკითხა მოხსენება თემაზე "ევროპული და ამერიკული გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე". აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტის ფარგლებში მომავალში მიუნხენის უნივერსიტეტთან ერთობლივად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმება.