ვორკშოფი : ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები

თარიღი: 02-10-2017
 
ვორკშოფი : ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები
 

2017 წლის 25-26 სექტემბერს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით,ჩატარდა ორდღიანი ვორკშოფი სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლებზე. მის ფარგლებში განხილულ იქნა როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალურ -სამართლებრივი საკითხები, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს აქტუალური პრეცედენტული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, საუბარი იყო ქართული სისხლის სამართლისთვის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ლექციებს უძღვებოდა პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი. მთლიანობაში ვორკშოფმა მოიცვა ოთხი აკადემიური საათი და ის ჩატარდა ლექციების ფორმატით შემდეგი განრიგით: 25.09.2017: 14-16სთ 26.09.2017: 14-16 სთ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 25 წარმატებულმა სტუდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან,რომელთაც მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი.