სტიპენდია დოქტორანტებისთვის (გერმანია)
თარიღი: 23-10-2017
ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტები აცხადებენ კონკურსს დოქტორანტებისთვის გერმანიაში 6 თვიანი კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია იმ დოქტორანტებისთვის, რომელთა სადოქტორო კვლევა ეხება ქართული სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციის პრობლემებს (ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირის ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონტექსტში). დაფინანსდება 2 დოქტორანტი, რომლებსაც შეეძლებათ 6 თვის ვადით კვლევითი საქმიანობა განახორციელონ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის ან ტიუბინგენის უნივერსიტეტებში 2018 წლის ზაფხულის სემესტრში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1400 ევროს თვეში. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected]