ზამთრის სკოლა ბაკურიანში
თარიღი: 19-12-2017
2017 წლის 15 - 17 დეკემბერს, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, ბაკურიანში ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი თემაზე : "უახლესი ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში - შედარებით-სამართლებრივი ანალიზი”. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ სამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. მონაწილეთა შერჩევა მოხდა რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და აკადემიური ბარათის საფუძველზე ერთობლივად. პროექტი დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტის მიერ. ზამთრის სკოლის განსახილველ თემატიკას წარმოადგენდა : სქესობრივი დანაშაულების ახლებური მოწესრიგება,სტამბულის კონვენცია ქალთა და ბავშვთა წინააღმდეგ ძალადობასთან მიმართებაში და ახალი შემადგენლობები სისხლის სამართლის კოდექსში. ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი.