ზაფხულის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში
თარიღი: 25-02-2018
კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 22 -29 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს, ზაფხულის სკოლაში თემაზე: საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი. აღნიშნული კურსი ინგლისურენოვანია და მას გაუძღვებიან კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები. მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამაც. აღსანიშნავია, რომ კიოლნის უნივერსიტეტი საუკეთესო გერმანული უნივერსიტეტების ათეულშია და ეს იქნება ამ ფორმატის პირველი მასშტაბური ერთობლივი პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება ორეტაპიანი კონკურსის საფუძველზე: 1) განაცხადების გადარჩევა, 2) გასაუბრება. მონაწილეობის პირობებია: საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრის III ან IV კურსი, მაგისტრატურა), საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება, ინგლისურის ცოდნა მინიმუმ B2/2 დონეზე. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: CV და სამოტივაციო წერილი. დოკუმენტაცია მიიღება შემდეგ მისამართზე: [email protected] განაცხადების გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 3 მარტი.