ქართულ-გერმანული ზაფხულის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში

თარიღი: 06-08-2018
 
ქართულ-გერმანული ზაფხულის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტში
 

კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ურთთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, 2018 წლის 22-29 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტმა უმასპინძლა სამართლის სკოლის სტუდენტებს ზაფხულის სკოლაში თემაზე: საერთაშორისო და ევროპული სისხლის სამართალი. საზაფხულო სკოლა ინგლისურენოვანი იყო და მას უძღვებოდნენ კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორები. მონაწილეებისთვის გათვალისწინებული იყო კულტურული პროგრამაც. აღსანიშნავია, რომ კიოლნის უნივერსიტეტი საუკეთესო გერმანული უნივერსიტეტების ათეულშია და ეს გახლდათ ამ ფორმატის პირველი მასშტაბური ერთობლივი პროექტი საქართველოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად სრულად დააფინანსა 10 სტუდენტის მონაწილეობის ხარჯები.