ზამთრის სკოლა სისხლის სამართალში
თარიღი: 13-01-2019
ზამთრის სკოლა სისხლის სამართალში
15-17 თებერვალს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და ქართული გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბორჯომში, ჩატარდება სამ დღიანი ზამთრის სკოლა თემაზე: ‘’სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. ( შედარებითსამართლებრივი ანალიზი). ლექციებს წაიკითხავს ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ლექტორი გერმანიიდან მარიო შიუტცე. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს. მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი ფინანსდება ფონდის მიერ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.