ზამთრის სკოლა ბორჯომში
თარიღი: 18-02-2019
ზამთრის სკოლა ბორჯომში
2019 წლის 15-17 თებერვალს, ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამ დღიანი ზამთრის სკოლა თემაზე ‘’სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრის, მაგისტრატურის და სადოქტორო საფეხურის წარჩინებული სტუდენტები საქრთველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.