წიგნის პრეზენტაცია

თარიღი: 08-04-2019
 
წიგნის პრეზენტაცია
 

2019 წლის 8 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მორიგი კრებულის - “სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები”-ს პრეზენტაცია. კრებული გამოიცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თანამშრომლობით და მასში შესულია ქართველი და გერმანელი ავტორების სტატიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მატერიალური და საპროცესო სისხლის სამართლის სფეროდან: სტამბულის კონვენციის გავლენები, სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები, ევროკავშირის პროკურატურა, მოხელის ცნება და ა.შ. სამეცნიერო რედაქტორები: პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და პროფ. მარტინ ვასმერი.