ზამთრის სკოლა ყაზბეგში

თარიღი: 25-05-2019
 
ზამთრის სკოლა ყაზბეგში
 

2019 წლის 25-26 მაისს, ყაზბეგში გაიმართა ილიაუნის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი - ზამთრის სკოლა „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“ (შედარებითსამართლებრივი ანალიზი). შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სისხლის სამართალი და ხელოვნება, წამების აკრძალვა, სისხლის სამართალი და რელიგია, ნარკოდანაშაულები და პიროვნული თავისუფლება, თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები. შეხვედრას უძღვებოდნენ ასოც. პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი და მოწვეული ლექტორი მარიო შიუტცე (იენა, გერმანია).