ინგლისურენოვანი ონლაინ ზამთრის სკოლა სისხლის სამართალში

თარიღი: 08-03-2021
 
ინგლისურენოვანი ონლაინ ზამთრის სკოლა სისხლის სამართალში
 

2021 წლის 4-7 მარტს გაიმართა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის მორიგი ერთობლივი ზამთრის სკოლა, თუმცა, ამჯერად ონლაინ ფორმატში. სესიებზე განხილულ იქნა გერმანული და ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლები. სკოლა მოიცავდა გაცნობით კულტურულ ტურებსაც (ვირტუალური ტური მუზეუმში). სკოლაში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის შედეგად შერჩეულმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის მიმართულების სტუდენტებმა. სესიებს უძღვებოდა კიოლნის უნივერსიტეტის პროფესორი მარტინ ვასმერი. მონაწილეებმა მიიღეს კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატები.