გერმანულ-ქართული საგაზაფხულო სკოლა სისხლის სამართალში
თარიღი: 28-03-2022
გერმანულ-ქართული საგაზაფხულო სკოლა სისხლის სამართალში კიოლნის უნივერსიტეტის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მესამედ განხორციელდა. აღნიშნული სკოლა 2022 წლის 21-28 მარტს გაიმართა ქალაქ კიოლნში პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანისა და პროფ. მარტინ ვასმერის ხელმძღვანელობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. პროგრამა მოიცავდა ლექციებს სხვადასხვა თემატიკის შესახებ, როგორიცაა შესავალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალში, თაღლითობა და კორონა პანდემია, შესავალი გერმანულ სისხლის სამართალში, შესავალი ევროპულ სისხლის სამართალში და შესავალი ევროპის საბჭოს სისხლის სამართალში. საგაზაფხულო სკოლა მოიცავდა კულტურულ პროგრამასაც. მოეწყო ექსკურსიები ქალაქ კიოლნსა და ბონში. სტუდენტებმა დაათვალიერეს კიოლნის საკათედრო ტაძარი, ასევე ისტორიის მუზეუმი ქალაქ ბონში. სტუდენტებმა სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატები მიიღეს.