ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი
თარიღი: 22-11-2022
ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი
2022 წლის 11-12 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ჩვენი ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა მორიგი კონფერენცია სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან და ლიხტენშტაინიდან. დაგეგმილია ასევე საკონფერენციო მასალების ორენოვანი კრებულის გამოცემაც 2023 წლის პირველ ნახევარში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.