ტრენინგი თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები - ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა”

თარიღი: 23-04-2023
 
ტრენინგი თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები - ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა”
 

2023 წლის 22-23 აპრილს ქართულ, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები - ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა”, რომელსაც უძღვებოდნენ პრაქტიკოსი იურისტები, პროკურორები ნინო ცაციაშვილი და ლიკა გრიშიკაშვილი (გენერალური პროკურატურა). ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა. ასევე, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ტრენინგებს ესწრებოდნენ კურსდამთავრებულებიც. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში და იმუშავეს ჯგუფურ ქეისებზე. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.