ტრენინგი თემაზე "თანამედროვე ეკონომიკური სისხლის სამართალი"

თარიღი: 19-10-2023
 
ტრენინგი თემაზე "თანამედროვე ეკონომიკური სისხლის სამართალი"
 

2023 წლის 17-19 ოქტომბერს, ქართულ, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა სამდღიანი სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე “თანამედროვე ეკონომიკური სისხლის სამართალი “, რომელსაც უძღვებოდნენ სპეციალურად ჩვენი ინსტიტუტის მიერ მოწვეული, ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კონსტანტინა პაპათანასიო და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ბაჩანა ჯიშკარიანი. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.