ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები

თარიღი: 03-11-2023
 
ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები
 

მიმდინარე წლის 3-4 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, ჩვენი ინსტიტუტის, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა მორიგი კონფერენცია ქართულ-გერმანული სამართლის დიალოგი - სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები საქართველოდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან (ჰამბურგის უნივერსიტეტი, მიუნხენის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი (ვიადრინა), კიოლნის უნივერსიტეტი და ა.შ.). მოხსენებები და დისკუსიები მოიცავდა სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.