ქართულ-სომხური სამართლის დიალოგი

თარიღი: 29-04-2024
 
ქართულ-სომხური სამართლის დიალოგი
 

მიმდინარე წლის 29-30 აპრილს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი, სამართლის სკოლის მენეჯერი რატი ახალაია) წარმომადგენლების მონაწილეობით, ერევანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქართული და სომხური სისხლის სამართლის ინტერნაციონალიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხებზე. გარდა ამისა, შედგა შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მონიტორინგისა და რეფორმების პროცესში სამართლის სხვადასხვა სფეროში. პროექტი განხორციელდა ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო აკადემიური თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება სამართლის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის, რაც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სამართლებრივი სისტემების ევროპეიზაციის გზაზე. ეს არის ჩვენი ინსტიტუტის ჩართულობით განხორციელებული უკვე მეორე რეგიონული პროექტი, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.