გერმანელი სტუდენტების ვიზიტი

თარიღი: 21-05-2024
 
გერმანელი სტუდენტების ვიზიტი
 

მიმდინარე წლის 21 მაისს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მოწვევით საქართველოს უნივერსიტეტს გერმანიიდან ეწვია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სტიპენდიანტთა დელეგაცია. ჩვენმა ინსტიტუტმა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ, ექსკლუზიურად უმასპინძლა დელეგაციას ფონდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში. სამართლის სკოლის დირექტორი ანა ხურციძე და სისხლის სამართლის პროფესორი, ბაჩანა ჯიშკარიანი, მოხსენებებისა და დისკუსიის ფორმატით შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული განათლების სისტემასა და აქტუალურ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე.