ქართულ-გერმანული კრებულის პრეზენტაცია
თარიღი: 29-05-2024
მიმდინარე წლის 29 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი ქართულ-გერმანული კრებულის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია ქართველი და გერმანელი ავტორების მიერ მომზადებული ნაშრომები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე: სისხლის სამართლის აქტუალური ტენდენციები ევროკომისიის ანტიკორუფციული პაკეტის საფუძველზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები ქართულ და გერმანულ სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის საკანონმდებლო პროცესი და ეკონომიკური ანალიზი, კვალის აღება სქესობრივი დანაშაულების ჩადენისას, ხელოვნური ინტელექტის სისხლისსამართლებრივი გამოწვევები, ეკოციდის სისხლისსამართლებრივი გამოწვევები. ავტორები: მარტინ ვასმერი (კიოლნის უნივერსიტეტი), კილიან ვეგნერი (ვიადრინას უნივერსიტეტი), ფაბიან ტაიხმანი (ციურიხი, ადვოკატი), ეგნატე შამუგია (Gnomon Wise), ანია შიმანი (კიოლნის უნივერსიტეტი), კაი კორნელიუსი (ჰამბურგის უნივერსიტეტი), ნიკოლაი ფონ მალტიტცი (მიუნხენის უნივერსიტეტი), ბაჩანა ჯიშკარიანი (საქართველოს უნივერსიტეტი). პროექტი დაფინანსებულია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მიერ.