ადამიანის უფლებების ჰაბი
თარიღი: 11-07-2024
ადამიანის უფლებების ჰაბი
9-11 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ოფისში, გაიმართა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ადამიანის უფლებების ჰაბის პრეზენტაცია გაეროს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით. მასზე მოწვეული იყვნენ ფონდის პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შეხვდა გერმანიის ფედერალური იუსტიციის მინისტრი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე, გერმანიის წარმომადგენელი გაეროში და სხვა მნიშვნელოვანი პირები. საქართველოდან მიწვეული იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი, რაც ჩვენი ინსტიტუტისთვის დიდი პატივია. მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.