გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში

თარიღი: 28-07-2024
 
გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში
 

გერმანულ-ქართული ზაფხულის სკოლა სისხლის სამართალში კიოლნის უნივერსიტეტის, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მეხუთედ განხორციელდა. აღნიშნული სკოლა 2024 წლის 21-28 ივლისს გაიმართა ქალაქ კიოლნში პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანისა და პროფ. მარტინ ვასმერის ხელმძღვანელობით და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა. პროგრამის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს კიოლნის უნივერსიტეტის სერტიფიკატები. საზაფხულო სკოლამ მონაწილეებს არამარტო ღირებული ცოდნა მისცა სისხლის სამართალში, არამედ ხელი შეუწყო კულტურათაშორის თანამშრომლობას.