ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
თარიღი: 02-10-2024
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
2024 წლის 30 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს – "სისხლის სამართლის კერძო ნაწილი: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ" – პრეზენტაცია. ნაშრომი მომზადდა საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში და მისი ავტორია პროფესორი ბაჩანა ჯიშკარიანი. სახელმძღვანელოს მიზანია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ცალკეული საკითხების ახლებურად გააზრება და სამართლებრივ ანალიზში ახალი მიდგომების დანერგვა.