ტრენინგი თემაზე
თარიღი: 25-10-2024
2024 წლის 24-25 ოქტომბერს, ქართულ, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სასერთფიკატო ტრენინგი თემაზე “კიბერდანაშაულები “, რომელსაც უძღვებოდნენ სპეციალურად ჩვენი ინსტიტუტის მიერ მოწვეული, ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი კონსტანტინა პაპათანასიო და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ბაჩანა ჯიშკარიანი. ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული სამართლის მიმართულების სტუდენტები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება, გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა და ჩართულიყვნენ დისკუსიებში, სადაც აქტიურად განიხილავდნენ კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ სამართლებრივ და ტექნოლოგიურ საკითხებს. დისკუსიებისას მონაწილეები მსჯელობდნენ კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებზე, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ სამართლებრივ მიდგომებსა და საკანონმდებლო გამოწვევებზე. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.