ტრენინგი თემაზე “სახელმწიფო ბრალმდებლის როლი სისხლის სამართლის პროცესში

თარიღი: 30-03-2025
 
ტრენინგი თემაზე “სახელმწიფო ბრალმდებლის როლი სისხლის სამართლის პროცესში
 

2025 წლის 29-30 მარტს ქართულ, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი სასერტიფიკატო ტრენინგი თემაზე “სახელმწიფო ბრალმდებლის როლი სისხლის სამართლის პროცესში", რომელსაც უძღვებოდნენ პრაქტიკოსი იურისტები, პროკურორები ბესო ქვარცხავა და ლიკა გრიშიკაშვილი (საქართველოს პროკურატურა). ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა. თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები დისკუსიებში და იმუშავეს ჯგუფურ ქეისებზე. ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.