არაფორმალური ალუმნაი შეკრება

თარიღი: 08-11-2025
 
არაფორმალური ალუმნაი შეკრება
 

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ და ჩვენმა ინსტიტუტმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის სკოლის ყოფილ მონაწილეებს, რომლებიც სხვადასხვა წლებში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდნენ კიოლნის უნივერსიტეტში. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი პარტნიორები კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტიდან (პროფ.ვასმერი და მისი მეცნიერ-თანამშრომლები). ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის სკოლის ფარგლებში, ათეულობით სტუდენტს, საქართველოს უნივერსიტეტისა და კიოლნის უნივერსიტეტის თანადაფინანსების ფარგლებში, ქონდა საშუალება, დასწრებოდა ლექციებს და ჩართულიყო სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში გერმანიაში.