გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგი
თარიღი: 07-11-2025
გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგი
2025 წლის 7 ნოემბერს გაიმართა ჩვენი ტრადიციული, ყოველწლიური კონფერენცია „გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის დიალოგი“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის, ასევე კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და გერმანიის წამყვანი ექსპერტები. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება - როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური სამართლის ჭრილში.