სისხლის სამართლის კერძო ნაწილი - დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ

თარიღი: 14-12-2015
 
სისხლის სამართლის კერძო ნაწილი - დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ
 

ინსტიტუტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ახალ სახელმძღვანელოზე სისხლის სამართლის კერძო ნაწილში, რომელშიც შემდეგ დანაშაულებზე იქნება ყურადღება გამახვილებული: - დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ - საფრთხის შემქმენლი დელიქტები - სქესობრივი დანაშაულები - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. მასში განხილულ იქნება ზოგად თეორიულ საკითხებთან ერთად თითოეულ თავთან მიმართებაში ქართული სასამართლო პრაქტიკა. გარდა ამისა, მოცემული იქნება კაზუსის ამოხსნის სქემები კერძო ნაწილის ცალკეულ დანაშაულებზე. აღნიშნული სახელმძღვანელოს მიზანია დახმარება გაუწიოს არა მხოლოდ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, არამედ პრაქტიკოს იურისტებსაც. მასზე მუშაობა დასრულდება 2016 წლის გაზაფხულზე. სახელმძღვანელოს ავტორია ასოც. პროფ.ბაჩანა ჯიშკარიანი, ხოლო სამეცნიერო რედაქტორი ასოც. პროფ. თამარ ებრალიძე.