იმიტირებული პროცესები სისხლის სამართალში

თარიღი: 30-05-2016
 
იმიტირებული პროცესები სისხლის სამართალში
 

მიმდინარე წლის მაისში, ორ ეტაპად, შესარჩევი ტური და ფინალი, გაიმართა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები. პირველ ეტაპზე ხუთი დამოუკიდებელი პროცესი ჩატარდა. გუნდებს დაევალათ ერთი და იგივე კაზუსის მომზადება და პროცესის ჩატარება. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გუნდები, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ პროკურორები: ნანა რაფავა, ნინო ცაციაშვილი, სოსო სალთხუციშვილი, იმედა გუგუშვილი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი: ირაკლი კობიძე. რაც შეეხება მონაწილეებს, ისინი იყვნენ საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ნინო ცაციაშვილისა და სოსო სალთხუციშვილის გუნდები. გამარჯვებული გუნდი შეარჩია ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელი - პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი, პროფ. თამარ ებრალიძე, იზა კელენჯერიძე და გიორგი დგებუაძე. გამარჯვებული გახდა სოსო სალთხუციშვილის გუნდი. გუნდის წევრებს გადაეცათ თასი და წიგნის მაღაზია "ნოველას" ორმოცდაათლარიანი ვაუჩერები. ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი მომავალში ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ.